სოფელ ლეღვაში მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ სამი პირი დააკავა
ქობულეთში, სოფელ, ლეღვაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ სამი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 16 მაისს გ.ა. მეგობრებთან ერთად, მეგობრის საცოვრებელ სახლში იმყოფებოდა. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მას ერთ-ერთმა მეგობარმა ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულებმა ახალგაზრდის ცხედარი ავტომობილის საბარგულში მოათავსეს და სოფლიდან მოშორებით, ტყის პირას დამარხეს. უწყების ცნობით, მკვლელობის ჩამდენმა პირმა ქვეყანა დატოვა, დაკავებულებს შორის ორ მათგანს, კი ბრალად განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ
