საგარეო საქმეთა სამინისტროში ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი გაიმართა
საგარეო საქმეთა სამინისტროში დიასპორის ფორუმზე სასაუბროდ მიწვეულმა სალომე ზურაბიშვილმა, ტრიბუნა, სულ სხვა მიზნით გამოიყენა. სალომე ზურაბიშვილმა მთავრობას, 26 მასის, საზეიმო ღონისძიების პროტოკოლი დაუწუნა. პრეზიდენტის საპასუხოდ, ირაკლი რარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობას ჰყავს ძალიან კვალიფიციური პროტოკოლის სამსახურის უფროსი და მას საჯაროდ გადაუხადა მადლობა. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამშვიდობო პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება. ისაუბრა იმ მიღწევებზე, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში აქვს, ქვეყანას. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოს არ დაუკარგავს არცერთი გოჯი მიწა, არ ჰქონია ომი, დაძაბულობა, და სწორედ ქართულმა ოცნებამ შეძლო მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება
