ვითარება კოსოვოს ჩრდილოეთში
სერბეთის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. მიზეზი კოსოვოს ჩრდილოეთში შექმნილი ვითარება გახდა. კოსოვოელმა სერბებმა, საპროტესტო აქცია სამ ქალაქში გამართეს. მათ არ სურდათ კოსოვოს უსაფრთხოების ძალებისა და ოფიციალური პირების შენობებში შეშვება. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენა. პასუხად, სერბეთის პრეზიდენტმა, შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა და კოსოვოს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზისა და მეტოხიის მიმართულებით ჯარების გადაადგილების ბრძანება გასცა
