კოლომინას ვიზიტი და ოპოზიციის სპეკულაცია
ოპოზიცია ამჯერად ხავიერ კოლომინას ვიზიტით სპეკულირებს. რატო ვერ მოხერხდა კოლომინასა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის შეხვედრა- მთავრობის ადმინისტრაციაში „ქრონიკას“ განუცხადეს, რომ ნატოს მაღალჩინოსანის საქართველოს ვიზიტის დროს პრემიერ-მინისტრი კატარში, მაღალი დონის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდა. შესაბამისად, სტუმარს შეხვედრები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ჰქონდა. ირაკლი ღარიბაშვილი კი თავად ალიანსის გენერალურ მდივანს ბოლოს გასულ თვეში პირისპირ ბრიუსელში შეხვდა
