საზეიმო ღონისძიებები
დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ემზადება ოზურგეთი, სადაც საზეიმო ღონისძიებები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება. „საქართველო ღვინის სამშობლო“ - ამ კონცეფციას წარმოადგენს ღვინის ეროვნული სააგენტო. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ღვინის მწარმოებლები. ხვალ დილიდან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გვირგვინებით შეამკობენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალს, ქალაქის ცენტრალური მოედანზე მოეწყობა თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა
