საპარლამენტთაშორისო ჯგუფის ასტანაში ვიზიტი
საქართველო-ყაზახეთის საპარლამენტთაშორისო ჯგუფის ასტანაში ვიზიტი გრძელდება. ვიზიტის მეორე დღეს ქართველ სტუმრებს ყაზახეთის სენატის თავმჯდომარის მოადგილემ და სენატის სხვა წევრებმა უმასპინძლეს. საუბრის მთავარი თემა დღესაც სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა იყო. ისაუბრეს ასევე ყაზახეთისა და საქართველოს საპარლამენტო ურთიერთობების განვითარებაზე. ხვალ კი საქართველოს ელჩისა და საელჩოს სახელით, დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართება
