სპეკულაცია ევროკავშირის დროშით
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ელოდება, სწორი იქნებოდა, 26 მაისის ღონისძიებაზე, ეროვნულ სიმბოლიკასთან ერთად, ევროკავშირის დროშაც ყოფილიყო. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ეს არის ოპოზიციის მორიგი ანტისახელმწიფოებრივი კამპანია. მათივე თქმით, მათ ოპონენტებს მორალური უფლება არ აქვთ ისაუბრონ კანდიდატის სტატუსზე, მაშინ, როცა 12 რეკომენდაციის შესასრულებლად არაფერს აკეთებენ. რატომ არ არის პარლამენტის შენობის ფასადზე ევროკავშირის დროშები? ამ კითხვის საპასუხოდ 26 მაისის ღონისძიების ორგანიზატორები განმარტავენ, რომ წლევანდელი ლოზუნგია „თავისუფლების სიყვარულით“, სწორედ ამ არგუმენტით ხსნიან მხოლოდ ეროვნული სიმბოლიკით ქუჩების გაფორმებას. მათივე თქმით, 2016 წლიდან ეს დღე დამატებით თემატიკას იძენს, რომლის გარშემოც იწყება კამპანია, იქმნება ლოზუნგი, მისალოცი რგოლი და აფორმებენ ქალაქს
