სამმხრივი სამიტი
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების რეგულირების თემაზე დღეს მოსკოვში სამმხრივი სამიტი იმართება. ილჰამ ალიევი, ნიკოლ ფაშინიანი და ვლადიმერ პუტინი შეხვედრას საღამოს გამართავენ. ეს სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მზად არის მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიაროს. რუსული მედია ვარაუდობს, რომ მოლაპარაკებებისას რამდენიმე შეთანხმების გაფორმება იგეგმება, ერთ-ერთი მათგანი ყარაბაღში რუსული სამშვიდობო კონტინგენტის ყოფნის ვადებს შეეხება.
