შეთანხმების დოკუმენტი
ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგება მოსკოვმა და მინსკმა უკვე ოფიციალურად გააფორმეს. შეთანხმების დოკუმენტს ხელი ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა მოაწერეს. ხელმოწერის შემდეგ, სერგეი შოიგუმ დასავლეთი რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ ფარული ომის წაროებაში დაადანაშაულა. შოიგუს თქმით, შეთანხმების მიხედვით, ბელარუსში ბირთვულ იარაღს მოსკოვი გააკონტროლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბელარუსი ბირთვული სახელმწიფო არ გახდება.
