ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის მოსაგერიებლად ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა უკვე დაიწყეს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა იტალიურ ტელეარხს განუცხადა, რომ კონტრშეტევა რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ამასთან, მიხაილო პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ უკრაინა დასავლეთისგან მიღებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე იერიშებისთვის არ გამოიყენებს. მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები დასავლური იარაღითა და ტექნიკით მოსკოვის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას გეგმავენ, მათ შორის დონბასის და ყირიმის.
