დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გორში
გორში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა საგანმანათლებლო-შემეცნებით პროგრამას წარმოადგენს. ადგილზე მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ არაერთ სახალისო აქტივობაში. ღონისძიების ფარგლებში სტუმრების წინაშე ადგილობრივი ანსამბლები თავიანთი მუსიკალური შემოქმედებით წარდგებიან, ხოლო დღის ბოლოს ცნობილი მომღერლებისა და ბენდების მონაწილეობით გალაკონცერტი გაიმართება.
