მზადება რუსთავში 26 მაისისთვის
დამოუკიდებლობის დღეს რუსთავში განახლებულ სკვერში იზეიმებენ. ქალაქის ცენტარლური ქუჩები მორთულია ეროვნული ატრიბუტიკით. ოფიციალური პროგრამა, დღის ორი საათიდან ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენით გაიხსნება, სდღესასწაულო სივრცე სხვადასხვა საბავშვო- შემეცნებითი და გასართობი აქტივობებით და პავილიონებით იქნება დატვირთული. დამოუკუდებლობის სკვერის მიმდებარე მოედანზე, ქვეყნის თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა იქნება გამოფენილი. პარალელურად დაიწყება ორკესტრის მსვლელობაც. 17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო, საქართველოს ჰიმნით და ფოიერვერკით აღინიშნება. საღამოს დაგეგმილია კონცერტი.