კულტურის სამინისტრომ ოთხ სხვადასხვა სფეროში კონკურსი გამოაცხადა
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ოთხ სხვადასხვა სფეროში კონკურსი გამოაცხადა - თბილისსა და რეგიონებში ვიზუალური ხელოვნების შემოქმედებითი ინიციატივებისთვის, მუსიკალური ინსტრუმენტების, ხალხური საკრავებისა და სასცენო სამოსის ოსტატებისთვის. წელს პირველად ჩატარდება ასევე „კლასიკური მუსიკის” კონკურსი, რისთვისაც 100 000 ლარია გამოყოფილი. კონკურსი გამოცხადდა ასევე - თანამედროვე ქართული დრამატურგიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით.
