სიახლეები განათლების სისტემაში
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორს მოუსმინეს. სოფიო გორგოძემ კომიტეტის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა თუ რა ეტაპზეა ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მზადების პროცესი. აღინიშნა, რომ წელს რეკორდული რაოდენობის აბიტუტიენტი დარეგისტრირდა და მათი ჯამი 45 000-ია. ქვეყმის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება ამ ეტაპზე დასრულებულია პასუხების ფურცლების ბეჭვდვა, არჩეული არიან მეთვალყურე-კურატორები. საგამოცდო ცენტრების ტექნიკურად აღჭურვა მას შემდეგ დაიწყება რაც სასწავლო პროცესი დასრულდება.
