„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენცია
„ქართული ოცნება“ რეგიონებში პარტიული კონფერენციების ჩატარებას განაგრძობს. მეორე დღეა მმართველი პარტიის ლიდერები სამცხე-ჯავახეთში იმყოფებიან და პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებს ხვდებიან. ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციის ფარგლებში, რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარესა და ბიუროს წევრებს აირჩევენ ასპინძაში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში. სულ ქვეყნის მასშტაბით „ქართული ოცნება“ 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს.