ხავიერ კოლომინამ საქართველოში ვიზიტი შეაჯამა
პოლიტიკურ და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწე თბილისში გამართულ შეხევდრებს აფასებს. ხავიერ კოლომინა განხილულ თემებზე ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ „ NATO საქართველოს და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულია“. კოლომინამ შეხვედრა გამართა პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან საგარეო საქმეთა მინისტრთან და მის მოადგილესთან. ხავიერ კოლომინა თბილისში რეგიონული ტურის ფარგლებში ჩამოვიდა და საქართველოს გარდა, სომხეთსა და აზერბაიჯანსაც ეწვევა.
