სპეკულაცია ევროკავშირის დროშით
რატომ არ არის პარლამენტის შენობის ფასადზე ევროკავშირის დროშები? 26 მაისის ღონისძიების ორგანიზატორები განმარტავენ, რომ წლევანდელი ლოზუნგია „თავისუფლების სიყვარულით“, სწორედ ამ არგუმენტით ხსნიან მხოლოდ ეროვნული სიმბოლიკით ქუჩების გაფორმებას. კრიტიკოსების საპასუხოდ ითქვა ისიც, რომ 2016 წლიდან ეს დღე დამატებით თემატიკას იძენს, რომლის გარშემოც იწყება კამპანია, იქმნება ლოზუნგი, მისალოცი რგოლი და აფორმებენ ქალაქს, რასაც ახალი ბრალდებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან გრიგორაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
