სტოლტენბერგის პოზიცია
უკრაინა ვერ შეძლებს ნატოში გაწევრიანებას, სანამ ომი გრძელდება. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისივე თქმით, ომის პირობებში უკრაინის გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში არ დგას, თუმცა ნატოს კარი ღიაა ახალი წევრებისთვის და ეს საკითხი ნატოს მოკავშირეებისა და უკრაინის გადასაწყვეტია და არა მოსკოვის.
