რუსეთის მოხალისეთა კორპუსი
„რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ ირწმუნება, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ისევ გამოჩნდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაჯგუფების ლიდერმა დენის კაპუსტინმა განუცხადა. მისივე თქმით, „მოხალისეთა კორპუსი“ რუსებისგან შედგება და რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებების შესახებ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს. კითხვაზე, ჰქონდათ თუ არა მათ ბელგოროდზე თავდასხმისას ამერიკული ტანკები, კაპუსტინმა უპასუხა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მედიასთან შეხვედრა „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“ და „რუსეთის თავისუფლების ლეგიონმა“ ერთობლივად გამართეს. ბელგოროდის ოლქში თავდასხმაზე პასუხისმგებლობა სწორედ ამ ორმა დაჯგუფებამ აიღო.
