რუსეთი ხომალდზე თავდასხმას იუწყება
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინული უეკიპაჟო კატერები შავ ზღვაში რუსულ სადაზვერვო ხომალდს, „ივან ხურსს“ თავს დაესხნენ. შოიგუს უწყების პრესსპიკერის, იგორ კონაშენკოვის თქმით, თავდასხმაში 3 კატერი მონაწილეობდა და 3-ვე მათგანი განადგურებულია. უკრაინულ მხარეს ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
