„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენცია
„ქართული ოცნება“ პარტიულ კონფერენციებს დღეს ასპინძაში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში გამართავს. გუშინ შეხვედრები უკვე შედგა ბორჯომში, ახალციხესა და ადიგენში, სადაც ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
