საქართველო პენიტენციური სამსახურების კონფერენციას უმასპინძლებს
ეუროპრიზთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ნოემბერში საქართველო პენიტენციური სამსახურების მაღალი დონის კონფერენციას უმასპინძლებს. შესაბამისი შეთანხმება ჰააგაში გაფორმდა, რომელსაც ხელს აწერს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და ციხეებისა და სასჯელაღსრულების სისტემის ევროპული ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი. კონფერენცია საერთაშორისო ხასიათისაა და მასში პარტნიორ სახელმწიფოთა იუსტიციის მინისტრები, პენიტენციური სისტემების გენერალური დირექტორები და სფეროს ექსპერტები მიიღებენ მონაწილოებას. შეგახსნებთ, ევროპრიზი წარმოადგენს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პენიტენციური სისტემების გაერთიანებას, რომლის წევრი საქართველოცაა.
