ხავიერ კოლომინას ვიზიტი
სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. განიხილეს საქართველო-ნატოს სამომავლო ურთიერთობები და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. კოლომინამ შეხვედრა გუშინ უკვე გამართა პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან. ხავიერ კოლომინა ის თბილისში რეგიონული ტურის ფარგლებში ჩამოვიდა და საქართველოს გარდა, სომხეთსა და აზერბაიჯანსაც ეწვევა.
