ომის დროს უკრაინა ნატოს წევრი ვერ გახდება
ომის დროს უკრაინა ნატოს წევრი ვერ გახდება. ალიანსის გენერალურმა მდივანმა გერმანიის მარშალის ფონდის ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ მთავარი საკითხი ისაა, თუ რა მოხდება მას შემდეგ, რაც ომი დასრულდება. სტოლტენბერგის თქმით, ნატო კვლავაც გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. გენმდივანი იმედოვნებს, რომ ვილნიუსის სამიტზე კიევისთვის გრძელვადიანი პროგრამა იქნება მიღებული, რომელიც მომავალში უკრაინას ნატოს სტანდარტებზე გადასვლაში დაეხმარება.
