ხავიერ კოლომინას ვიზიტი
სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შეხვდნენ. ხავიერ კოლომინასთან ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. იმსჯელეს ივლისში დაგეგმილი ნატოს ვილნიუსის სამიტისთვის მზადების პროცესზე.
