ხავიერ კოლომინას ვიზიტი
სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შეხვდნენ. ხავიერ კოლომინასთან ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
