ევან გერშკოვიჩს, რომელსაც რუსეთი ჯაშუშობაში ადანაშაულებს, მოსკოვის სასამართლომ პატიმრობის ვადა 30 აგვისტომდე გაუხანგრძლივა
ჟურნალისტს, ევან გერშკოვიჩს, რომელსაც რუსეთი ჯაშუშობაში ადანაშაულებს, მოსკოვის სასამართლომ პატიმრობის ვადა, კიდევ სამი თვით, 30 აგვისტომდე გაუხანგრძლივა. სასამართლოს სხდომა დახურული იყო, რადგან საქმის მასალები გასაიდუმლოებულია.