საფრანგეთი მზად არის უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი გახდეს
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საფრანგეთი მზად არის უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი გახდეს. “საფრანგეთი მზად არის უკრაინასთან შეთანხმდეს უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, რაც მას საშუალებას მისცემს, გრძელვადიან პერსპექტივაში, საკუთარი თავი დაიცვას და მომავალი შესაძლო აგრესია თავიდან აიცილოს, როგორც ეს ჩვენმა ლიდერებმა, 36-ე ფრანკო-ბრიტანული სამიტის ერთობლივ დეკლარაციაში დაადასტურეს. - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
