ჯანდაცვის მინისტრი ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა
ჯანდაცვის მინისტრი ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა. ზურაბ აზარაშვილმა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე ისაუბრა. სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა, მედიკამენტებზე ფასების რეგულირებისა და ხარისხის კონტროლის სისტემების შექმნაზეც გაამახვილა ყურადღება.
