ვითარება ბელგოროდში
მოსკოვი ირწმუნება, რომ ბელგოროდის ოლქში წარმატებული კონტრტერორისტული ოპერაცია ჩაატარა და 70 უკრაინელი დივერსანტი გაანადგურა. ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს ლეგიონი „თავისუფალი რუსეთი“, რომელიც ბელგოროდში რუს მოხალისეთა კორპუსთან ერთად შევიდა. ტელეგრამ არხებზე ლეგიონის მებრძოლები ამტკიცებენ, რომ ოლქის გათავისუფლებას განაგრძობენ
