შოლცი - უკრაინა ევროკავშირის წევრი ომში გამარჯვების შემდეგ გახდება
გერმანიის კანცლერის თქმით, უკრაინა ევროკავშირის წევრი, ომში გამარჯვების შემდეგ გახდება. ამის შესახებ ოლაფ შოლცმა სოციალ დემოკრატიული პარტიის 160 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განაცხადა. კანცლერი დარწმუნებულია, რომ უკრაინა რუსეთთან ომში გაიმარჯვებს. შოლცი თავისუფალი უკრაინის ნატოში გაწევრიანებასაც შეეხო. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ალიანსმა უკრაინას ნატოში შესვლის გრძელვადიან პერსპექტივაზე გადაწყვეტილება 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიიღო. შოლცის თქმით, ყველასათვის ნათელია, რომ ეს უახლოეს მომავალში ვერ მოხდება. მიზეზად კი ის დაასახელა, რომ უკრაინა ამ მომენტისთვის ნატოში გასაწევრიანებლად მთელ რიგ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს