საიდუმლო ოპერაციები
გაერთიანებული სამეფოს სპეც-დანიშნულების დანაყოფები 2011 წლიდან მსოფლიოს, სულ მცირე, 19 ქვეყანაში საიდუმლო ოპერაციებს ატარებდნენ. ბრიტანეთის საჰაერო და სახმელეთო ძალების ელიტური სამხედრო დანაყოფების ფარული საქმიანობა დასტურდება რუსეთში, უკრაინაში, სირიაში, ნიგერიაში, ფილიპინებსა და ბოლო დროს სუდანში. ინფორმაციას მკვლევართა ჯგუფი, სახელად „შეიარაღებულ ძალადობაზე რეაგირება“ ავრცელებს. ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთი რუსეთ-უკრაინის ომში მხარეს არ წარმოადგენს, წელს უკრაინის ტერიტორიაზე ელიტური სამხედრო დანაყოფების 50 წევრი ჰყავს მივლენილი. მკლევართა ინფორმაციით, სპეცდანიშნულების დანაყოფები ბრიტანეთის პრემიერისა და თავდაცვის მინისტრის განკარგულებით, სხვადასხვა ქვეყანაში დიდი რისკის მისიებს ასრულებენ
