უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარება
უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების დამტკიცების საკითხი გერმანიისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის კამათის საფუძველი გახდა. კამათი ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე იყო. უნგრეთი ევროპის მშვიდობის ფონდიდან უკრაინისთვის რიგით მერვე ტრანშის გამოყოფას ბლოკავს და აცხადებს, რომ 500 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების გაცემას იქამდე არ დათანმხდება, ვიდრე უკრაინა უნგრულ ბანკს ომის სპონსორების სიიდან არ ამოიღებს. ანალენა ბერბოკმა კოლეგას განუცხადა, რომ არსებობს დაუდასტურებელი ცნობები, რომ უნგრული ბანკი ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობას აღიარებს. ოფიციალური ბუდაპეშტი ბრალდებებს უარყოფს
