პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი ადამიანი. გამოძიებით დადგინდა, რომ გუშინ ბრალდებული და 2003 წელს დაბადებული მამაკაცი სოციალურ ქსელში დაწყებული უთანხმოების გარკვევის მიზნით, ერთმანეთს შეხვდნენ. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულმა ცივი იარაღით დაჭრა ახალგაზრდა მამაკაცი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
