შალვა პაპუაშვილი საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრებს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარემ ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობას, მწვრთნელებსა და ნაკრების წევრებს პარლამენტში უმასპინძლა. შალვა პაპუაშვილმა სპორტსმენებს დოჰაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები ისტორიული შედეგისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე ისაუბრეს იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც პარლამენტი სპორტის წახალისებისა და ახალგაზრდობის ჩართვის მიზნით ძიუდოს ფედერაციასთან ერთად გეგმავს
