ახალი ინიციატივა და დაპირისპირება ოპოზიციაში
შიდაპარტიული დაპირისპირების გარდა, ვითარება დაიძაბა „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედ და ყოფილ წევრებს შორის. საქმე ეხება ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც პოლიტიკური ჯგუფის შექმნას ითვალისწინებს. ინიციატივა დაჩქარებული წესით განიხილება. სწორედ ამ გარემოებამ გაუჩინა კითხვები ანა წითლიძეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს საეჭვოდ ემთხვევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას. წითლიძის ამ განცხადებას და ბრალდებებს ხატია დეკანოიძე არასერიოზულს უწოდებს
