დაპირისპირება „ნაცმოძრაობაში“
„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირების მორიგი მიზეზი ამჯერად რაიონულ ორგანიზაციებში ჩატარებული არჩევნები გახდა. მელიას გუნდი არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებს და მიიჩნევს, რომ ამ არჩევნების მიზანია ხაბეიშვილს პოლიტსაბჭოში მორჩილი წევრები ჰყავდეს. მელიას გუნდი მთავარ პრობლემად ისევ პარტიის არაფორმალურ მმართველობას ასახელებს. არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე საუბრობს ხაბეიშვილი და პროცესში კეზერაშვილ-მერაბიშვილის ჩარევას გამორიცხავს
