გმირთა მოედანზე საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ-მაიორ გენო ადამიას ბიუსტი გაიხსნა
გმირთა მოედანზე საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ-მაიორ გენო ადამიას ბიუსტი გაიხსნა. ღონისძიება აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. ბიუსტის გახსნის ცერემონიას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ. საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან ასევე იმყოფებოდნენ აფხაზეთის ომის ვეტერანები და გენო ადამიას ოჯახის წევრები. გენო ადამია აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალების 23-ე მექანიზებული ბრიგადის მეთაური იყო
