პრემიერ-მინისტრი კატარის ემირს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი უკვე შეხვდა კატარის ემირს. იმსჯელეს ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის დინამიკაზე. აღინიშნა, რომ საქართველოსა და კატარს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება ორივე ქვეყნის ეკონომიკური დიპლომატიის დღის წესრიგის პრიორიტეტია. გამოითქვა მზადყოფნა არსებული ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების გასაღრმავებლად და გასაძლიერებლად
