ირაკლი ღარიბაშვილი კატარის პრემიერს შეხვდა
ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე. ხაზი გაესვა ეკონომიკური და ვაჭრობის სფეროებში ურთიერთობის გაღრმავებისა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დიდი პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრების შეხვედრაზე აღინიშნა ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის მაღალი დონე და ორი ქვეყნის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის დადებითი დინამიკა
