ქართული ფილმები კანში
კანის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინობაზრობაზე სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“, ეროვნულ კინოცენტრთან ერთად, ორი ქართული ფილმის მარკეტჩვენება გაიმართა. ფესტივალის სტუმრებმა ნანა ჯანელიძის ფილმი „იარე, ლიზა“ და ირინე ჟორდანიას „ჰაერი ლურჯი აბრეშუმია“ იხილეს. ორივე ფილმის ჩვენება სააგენტოს პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ ამოქმედებული ახალი კომპონენტის ფარგლებში მოეწყო. ჩვენებას საერთაშორისო გაყიდვის აგენტები და დისტრიბუტორები ესწრებოდნენ, რაც კონკრეტული ფილმის წარმატებულად გაყიდვის შანსს ზრდის.
