საარტილერიო სწავლება
ვაზიანის სასროლეთზე საარტილერიო სწავლება დასრულდა. მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე საარტილერიო ბატალიონის გეგმიური საველე წვრთნა სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და სამი ეტაპისგან შედგებოდა. პირველი ეტაპი საველე მოქმედებებსა და სადაზვერვო ჯგუფის, ცეცხლის მართვის ცენტრებისა და ქვემეხების შერწყმას მოიცავდა, მეორე ეტაპზე დამკვირვებელ-მაკონტროლებლებმა წვრთნაში მონაწილე ქვედანაყოფები შეაფასეს, ხოლო დასკვნითი ნაწილი საბრძოლო სროლას დაეთმო. სწავლების დასკვნით ეტაპს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დააკვირდნენ.
