„ბათუმის დღეები“ ისრაელში
ისრაელში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით „ბათუმის დღეები“ იმართება. ორი დღის განმავლობაში, სტუმრებს საშუალება აქვთ ქართულ ფოლკლორ შოუს დაესწრონ, სადაც ქართული დეკორაციებით გაფორმებულ სივრცეში აჭარული ხაჭაპურის, ხინკლისა და ჩურჩხელის მომზადების მასტერკლასები და დეგუსტაციები მიმდინარეობს. ასევე აჭარის ეთნოგრაფიულ კუთხეში აჭარის საყოფაცხოვრებო ნივთების გაცნობისთან ერთად სტუმრებს ქსოვისა და ქარგვის მასტერკლასებში ჩართვის საშუალება აქვთ. გაიმართება კონცერტი.
