UEFA-ს კატეგორიის სტადიონები საქართველოში
ქვეყანას UEFA-ს უმაღლესი კატეგორიის სტადიონები შეემატა. ქვეყანა UEFA-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისთვის მზად არის. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა თბილისის მიხეილ მესხის სახელობისა და ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონებს. განახლდა ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი და თბილისის საწვრთნელ-სათადარიგო სტადიონები. სათადარიგო სტადიონები აშენდა წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმშიც. სამუშაოების 95% შესრულებულია, დარჩენილია მოპირკეთება და ტესტირება. უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს სამ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება.
