ჩეხეთის პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში
პარლამენტის თავმჯდომარე ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატისა და დეპუტატთა პალატის ევროკავშირისა და ევროპულ საკითხთა კომიტეტების წევრებს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა ჩეხურ დელეგაციასთან ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლოს საქართველოს ძალისხმევა სათანადოდ იქნება შეფასებული და ევროპული საბჭო საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიანიჭებს. ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს ჩეხეთი.
