პრემიერი კატარის ეკონომიკურ ფორუმზე
კატარში ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმი გაიხსნა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს „ბლუმბერგის“ დამფუძნებელმა და კატარის პრემიერ-მინისტრმა. მაღალი დონის ფორუმის ფარგლებში გამართულ შესაბამის დისკუსიაზე პრემიერი სიტყვით გამოვა. დღეს და ხვალ დაგეგმილია ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრები. ეკონომიკური ფორუმი დოჰაში კატარის ემირის პატრონაჟით და „ბლუმბერგის“ ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება.
