ხანძარი კანადაში
კანადაში, ალბერტის რეგიონში ტყის ხანძარი მძვინვარებს. მაშველებმა ცეცხლის 91 კერას მიაგნეს. ხანძრის ლოკალიზებას 3 ათასამდე მეხანძრე-მაშველი ცდილობს. სტიქიასთან ბრძოლაში ადგილობრივებს კოლეგები შეერთებული შტატებიდანაც ეხმარებიან. ძლიერი ქარის გამო ცეცხლი ავტომაგოსტრალებს მიუახლოვდა, საშიშ ტერიტორიებზე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალა.
