ინციდენტი ვაშინგტონში
ვაშინგტონის ოლქში პოლიციამ სატვირთოს მძღოლი დააკავა, რომელიც თეთრ სახლთან ახლოს, ლაფაიეტის მოედანზე უსაფრთხოების ღობეს შეეჯახა. მომხდარის გამო ახლომდებარე სასტუმროს ევაკუაცია გამოცხადდა, ავტომობილი კი თეთრი სახლის საიდუმლო სამსხაურმა სპეციალური რობოტის საშუალებით შეამოწმა. როგორც აღმოჩნდა, სატვირთოში რაიმე საშიში ტვირთო არ იყო. ინციდენტისას არავინ დაშავებულა.
