კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი ბელგოროდში
ბელგოროდის ოლქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი ამოქმედდა. საგანგებო ზომები მას შემდეგ მიიღეს, რაც ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შენობას თავს დაესხნენ. მანამდე კი, ადგილობრივი დროით დაახლოებით 23:20-ზე ქალაქის ცენტრში ძლიერი აფეთქება მოხდა. რუსული ტელეგრამარხი „რიბარი“ იუწყება, რომ თავდასხმის სამიზნე იყო არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შენობა, არამედ რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილებაც. რუსულ ტელეგრამარხებზე გავრცელდა ცნობები, რომ დივერსიულმა ჯგუფებმა ბელგოროდის ოლქის გრაივორონის რაიონის პოლიციის განყოფილება დაიკავეს და რუსული პოლიციის ფორმებითა და მანქანებით ქალაქ ბელგოროდისკენ მიაემართებიან. უკრაინა ბელგოროდში არსებულ ვითარებასთან კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ ამ ოლქში რუსეთის მოქალაქეებისგან შემდგარი ფორმირებები მოქმედებენ.
