ოკუპანტების იერიში
ღამით რუსმა ოკუპანტებმა სუმის ოლქზე 12 იერიში მიიტანეს. საოლქო ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონში 80-მდე აფეთქება მოხდა. ბახმუტი და მარიინკა კვლავ ბრძოლის ეპიცენტრად რჩება. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება. უწყების ცნობით, ოკუპანტები საჰაერო დარტყმებს განაგრძობენ. გასული ღამის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა მარიინკასთან ახლოს მტრის მრავალი თავდასხმა მოიგერიეს. მტერმა დაბომბა დონეცკის ოლქის სოფელი პობიედა. ამასთან, ორი დღის წინ დაჯგუფება ვაგნერის მიერ გავრცელებული ცნობა ბახმუტის აღების შესახებ კიდევ ერთხელ უარყო ანა მალიარმა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ვითარება ფრონტის ამ ხაზზე კრიტიკულია, ქალაქში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება, უკრაინელი მებრძოლები კი თავდაცვით პოზიციებს ამ დრომდე ინარჩუნებენ.
